Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანისა და ვენესუელის პრეზიდენტებმა შეაქეს ერთმანეთი


მაჰმუდ აჰმადინეჟადი კარაკასში თავის ვენესუელელ კოლეგას - უგო ჩავესს შეხვდა. ჩავესმა აჰმადინეჟადი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. ორმა ლიდერმა, რომელიც აშშ-ის ხშირი კრიტიკით გამოირჩევა, ერთმანეთს ”ძმა” უწოდა. აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ, თუკი ისინი აკეთებენ რაიმე ბომბის მსგავსს, ”ამ ბომბის საწვავი არის სიყვარული”. ჩავესმა განაცხადა, რომ ის და აჰმადინეჟადი ეძებენ ”იარაღს”, რომლითაც ”სიღარიბეს, შიმშილსა და განუვითარებლობას” დაძლევდნენ. ირანის პრეზიდენტის ლათინურ ამერიკაში ტურნეს წინ ვაშინგტონმა გააფრთხილა ლათინური ამერიკის ქვეყნები - არ განამტკიცონ ირანთან კავშირები.
XS
SM
MD
LG