Accessibility links

logo-print

პაკისტანში 35 ადამიანი ემსხვერპლა მასშტაბურ ტერაქტს


ბოლო მონაცემებით, პაკისტანის ქალაქ ჯამრუდში მომხდარ აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35 -მდე გაიზარდა. დაჭრილია 60 კაცზე მეტი. აფეთქება ქალაქის ხალხმრავალ რაიონში, ავტობუსის სადგურისა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაღუპულთა შორის 25 თალიბანის წინააღმდეგ მებრძოლი სახალხო ლაშქრის წევრია. აფეთქება მოხდა პაკისტან-ავღანეთის სასაზღვრო ხაიბერის რეგიონში, რომელიც ისლამისტი მეამბოხეების ერთ-ერთ მთავარ საყრდენ პუნქტად ითვლება. პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტმა გამოიყენა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული მიკროავტობუსი, რომელიც დისტანციური მართვის მოწყობილობით ააფეთქა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ეს ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი ტერაქტია, რომელიც პაკისტანის ამ რეგიონში ბოლო ხანს მოხდა. შარშან სექტემბერში თვითმკვლელი მოიერიშის მიერ სამგლოვიარო ცერემონიის პროცესში განხორციელებულ ტერაქტს 46 კაცი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG