Accessibility links

logo-print

ირანის პოლიციის უფროსი: გუგლი „ჯაშუშობის ინსტრუმენტია“


ირანის პოლიციის უფროსის, ესმაილ აჰმადი-მოყადამის შეფასებით, „გუგლი არის არა საძიებო სისტემა, არამედ ჯაშუშობის ინსტრუმენტი“. პოლიციის უფროსის ამ განცხადების შესახებ იუწყება ირანის საინფორმაციო სააგენტო, რომლის ცნობითაც, აჰმადი-მოყადამმა შეაქო ირანის ადგილობრივი საინტერნეტო ქსელის შექმნა. მიზნად სახელდება მისი მოქმედება საერთაშორისო ქსელისაგან დამოუკიდებლად. აჰმადი-მოყადამის განცხადებით, „ეროვნული ინტერნეტი დიდ სარგებელს მოიტანს ქვეყნის ინფორმაციისა და ხალხის უსაფრთხოების დასაცავად“, თუმცა, მისივე თქმით, ირანის მიზანი არ არის მსოფლიოსაგან ჩამოშორება.
XS
SM
MD
LG