Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური პირის ცნობით, ავღანეთში მოკლეს 60-მდე მეამბოხე


ავღანეთის პოლიციის ცნობით, სულ ცოტა, 60 თალიბი მეამბოხე დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა ოპერაციის დროს, რომელიც ჩრდილოეთ ავღანეთში განახორციელეს ავღანელმა ჯარისკაცებმა და უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების წარმომადგენლებმა. ამის შესახებ პოლიციის წარმომადგენელმა, გენერალმა მოჰამად ალი რაზაიმ განაცხადა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურთან საუბარში. ნატოს ჯარებმა დაადასტურეს ოპერაციის ჩატარების ფაქტი, მაგრამ მათ ცნობაში საუბარია შვიდ დაღუპულ თალიბზე. ამავე წყაროს ინფორმაციით, დააკავეს 30 მეამბოხე.
XS
SM
MD
LG