Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში უარყოფენ თურქული პრესის ინფორმაციას


საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში უარყოფენ თურქული პრესით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაურის გათავისუფლება თურქეთის პრემიერ-მინისტრის დამსახურებაა და საქართველოს, პრაქტიკულად, არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განუცხადეს, რომ მოლაპარაკებაში თურქეთი არ მონაწილეობდა და ქართველებთან ერთად სამი თურქი მეზღვაურის გათავისუფლება საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნების საფუძველზე მოხდა. რაც შეეხება სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან მეზღვაურთა გათავისუფლების სანაცვლო პირობებს, სამშობლოში მათ დაბრუნებამდე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განმარტებაზე უარს ამბობს. მანამდე სააგენტომ უარყო სომალელი მეკობრეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მეზღვაურთა გათავისუფლების სანაცვლოდ მათ 3 მილიონი დოლარი მიიღეს. 2010 წლის სექტემბერში დატყვევებული საქართველოს 15 და თურქეთის 3 მოქალაქე სომალელმა მეკობრეებმა 8 იანვარს გაათავისუფლეს. ქართველ მეზღვაურები სამშობლოში 16 იანვრისთვის უნდა დაბრუნდნენ.
XS
SM
MD
LG