Accessibility links

ლიბია მეტ დროს ითხოვს კადაფის შვილის ექსტრადიციაზე გადაწყვეტილებისათვის


ლიბია მეტ დროს ითხოვს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის მუამარ კადაფის შვილის, სეიფ ალ-ისლამის გადაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საამისო ვადა დღეს ამოიწურა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ცნობით, მან ორშაბათს მიიღო წერილობითი მიმართვა, რომლითაც ლიბიის მთავრობა ითხოვს, სამი კვირით გახანგრძლივდეს სეიფ ალ-ისლამის ექსტრადიციაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ივნისში გასცა სეიფ ალ-ისლამის დაპატიმრების ორდერი ლიბიაში კონფლიქტის დროს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებში ბრალდების საფუძველზე. ლიბიის დამხობილი ლიდერის, გასული წლის ოქტომბერში მოკლული მუამარ კადაფის ეს ვაჟიშვილი 19 ნოემბერს დააპატიმრეს. ის დაკავებულია ზინტანში, რომელიც ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.
XS
SM
MD
LG