Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის სენატი 23 იანვარს იმსჯელებს სომეხთა გენოციდზე


საფრანგეთის სენატის განცხადებით, ის 23 იანვრის სხდომაზე განიხილავს სომეხთა გენოციდის საკითხს - კერძოდ იმას, კანონდარღვევად უნდა გამოცხადდეს თუ არა სომეხთა გენოციდის უარყოფა. საფრანგეთის ქვედა პალატა გასულ თვეში მიემხრო კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც პატიმრობა და ფულადი ჯარიმა ემუქრება პირებს, ვინც უარყოფს, რომ გენოციდი იყო სომეხთა ხოცვა-ხლეტა 1915 წელს, ოსმალეთის იმპერიაში. საფრანგეთის ქვედა პალატის ამ გადაწყვეტილებას მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა თურქეთიდან, რომელმაც შეაჩერა პოლიტიკური და სამხედრო კონტაქტები პარიზთან და სხვა ზომებითაც დაიმუქრა. საფრანგეთმა 2001 წელს გენოციდად აღიარა სომეხთა დახოცვა ოსმალეთის იმპერიაში.
XS
SM
MD
LG