Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტანტონოპოლის პატრიარქმა მიიღო აფხაზი სასულიერო პირების დელეგაცია


კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ მიიღო აფხაზი სასულიერო პირების დელეგაცია, რომელიც მიზნად ასახელებს „აფხაზური ეკლესიის სრულყოფილი სახით აღდგენას“. აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიოს საბჭოს ხელმძღვანელმა, არქიმანდრიტმა დოროთე დბარმა რადიო თავისუფლების რუსულენოვან სამსახურთან, „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ დელეგაცია სტამბოლში ჩავიდა მსოფლიო საპატრიარქოს მიწვევით. დბარის თქმით, აფხაზ სასულიერო პირებთან შეხვედრაზე პატრიარქმა ბართლომემ პირობა დადო, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდზე განიხილავენ აფხაზური ეკლესიის საკითხს. იქვე პატრიარქმა ბართლომემ დაადასტურა, რომ მიღებული აქვს მასალები აფხაზეთში საეკლესიო საკითხის შესახებ, მათ შორის აფხაზეთში ჩატარებული საეკლესიო-სახალხო კრების მიმართვა. როგორც დოროთე დბარი აღნიშნავს, მსოფლიო საპატრიარქო არის ერთადერთი ეკლესია, რომლის კომპეტენციაშიც შედის აფხაზეთის საეკლესიო საკითხის გადაწყვეტა. აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიო, რომელსაც არქიმანდრიტი დოროთე დბარი ხელმძღვანელობს, შარშან მაისში შეიქმნა ახალ ათონში გამართული საეკლესიო-სახალხო კრების გადაწყვეტილებით. კრებაზე გაემიჯნენ აფხაზეთის ეპარქიის დე ფაქტო ხელმძღვანელს, ბესარიონ აპლიას.
XS
SM
MD
LG