Accessibility links

logo-print

აშშ-ის საზღვაო ფლოტის გემმა ირანელი მეზღვაურები გადაარჩინა


აშშ-ის სამხედრო გემმა ბოლო კვირაში უკვე მეორედ იხსნა ირანელი მეზღვაურები. ინციდენტი დღეს მოხდა სპარსეთის ყურეში, აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდმა „მონომოიმ“ დახმარება აღმოუჩინა ირანის სავაჭრო გემის, „ია ჰუსაინის“ ექვს მეზღვაურს. ამის შესახებ აშშ-ის არმიის მეხუთე ფლოტი იუწყება ბაჰრეინის დედაქალაქ მანამადან. ირანელების გემი მწყობრიდან იყო გამოსული და მათ დახმარების სიგნალს გამოეხმაურებნ ამრიკელი სამხედროები.
„მონომოიმ“ ირანელი მეზღვაურები წყალი, საბნებით და საჭმლით უზრუნველჰყო, ერთ პირს, რომელიც დაშავებული იყო, სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. ამის შემდეგ დამყარდა კონტაქტი ირანის შესაბამის სამაშველო სამსახურთან, რომელმაც ავარიაგანცდილი მეზღვაურები ნაპირზე გადაიყვანა. „დე-პე-ას“ სააგენტოს თანახმად, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რამინ მეჰმანპარასტმა მომხდარს "აშშ-ის ფლოტის ჰუმანური ქმედება" უწოდა. აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა დაძაბულია თეირანის ბირთვული პროგრამის გამო. დასავლეთი ვარაუდობს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ესწრაფვის, რის გამოც მას მკაცრი სანქციები დაუწესეს.
XS
SM
MD
LG