Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა ირანიდან სირიაში მიმავალი ტვირთი დააკავა


თურქეთის საბაჟო სამსახურის თანახმად, დღეს მან დააკავა სატვირთო მანქანები, რომლებსაც სავარაუდოდ, იარაღი გადაჰქონდათ სირიაში. სირიის დოგანის სააგენტოს თანახმად, ავტომანქანების კონფისცირება მოხდა სირიის საზღვართან. ახლა, ანკარიდან ჩასულმა ექსპერტებმა უნდა გაარკვიონ რა გადაჰქონდათ მათ. სირიას თურქეთმა იარაღის ემბარგო დაუწესა დამასკის ქმედების მიმართ პროტესტის ნიშნად. სირიის მთავრობა მკაცრად ებრძვის ანტისამთავრობო გამოსვლებს მარტის შემდეგ. სირია იზოლირებულია არაბულ ლიგაშიც და მას მხოლოდ მცირე რიცხვის მეგობარი სახელმწიფოღა ჰყავს შემორჩენილი, ირანის ჩათვლით.
XS
SM
MD
LG