Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში ანარქისტებმა რადიოსადგური დაიკავეს


ანარქისტების ჯგუფმა დღეს მოახერხა დაეკავებინა საბერძნეთის რადიოს ერთი სტუდია და ეთერში გადაეცა ადგილობრივი ტერორისტული ორგანიზაციის მომხრე ლოზუნგები. „ფლეშ რადიოს“ მფლობელების თქმით, 30-დმე ანარქისტი შეიჭრა სტუდიაში და ეთერში გადასცა ლოზუნგები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ორგანიზაცია „რევოლლუციურ ბრძოლას“. ამ ჯგუფმა 2007 წელს ათენში, ამერიკის საელჩოში ყუმბარა შეაგდო. რადიოსადგური, რომლის შენობასაც პოლიციამ შემოარტყა ალყა, თავის მაუწყებლობას განაგრძობდა ანარქისტების მიერ მათი სტუდიის დაკავების მიუხედავად.
XS
SM
MD
LG