Accessibility links

logo-print

ნიუ-ჰემპშირის პრაიმარიში მიტ რომნიმ გაიმარჯვა


ამერიკის შტატ ნიუ-ჰემპშირში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად ჩატარებულ მეორე პრაიმარიში გაიმარჯვა მასაჩუსეტსის ყოფილმა გუბერნატორმა მიტ რომნიმ. ბიულეტენების 80 პროცენტის დათვლის შემდეგ მას ხმების 38 პროცენტი ჰქონდა. მეორე ადგილზე გავიდა ტეხასელი კონგრესმენი რონ პოლი - 23 პროცენტით. წინასწარ არჩევნებში ეს მიტ რომნის მეორე გამარჯვებაა. ერთი კვირის წინ აიოვაში ჩატარებულ კოკუსში მან მინიმალური უპირატესობით დაამარცხა მეტოქე - რიკ სანტორუმი.
XS
SM
MD
LG