Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოტლანდიას 2014 წელს უნდა რეფერენდუმის ჩატარება დამოუკიდებლობის შესახებ


შოტლანდიის მთავრობის მეთაურს ალექს სალმონდს მიაჩნია, რომ რეფერენდუმი შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ 2014 წელს უნდა ჩატარდეს. მისი აზრით, ამ დროისთვის შესაძლებელი იქნება რეფერენდუმის საკანონმდებლო ბაზის მომზადება და საზოგადოებაში ფართომასშტაბიანი დებატების მოწყობა დამოუკიდებლობის შესახებ. გამოსვლისას სალმონდმა ბრიტანეთის მთავრობა დაადანაშაულა შოტლანდიის საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მცდელობაში. დიდი ბრიტანეთის კაბინეტი რეფერენდუმის სწრაფად ჩატარების მომხრეა რადგან, მათი თქმით, გაურკვევლობა ამ საკითხში ქვეყნის ინტერესებს ვნებს.
XS
SM
MD
LG