Accessibility links

logo-print

ბირთვული სფეროს მკლევარზე თავდასხმაში თეირანი ისრაელს ადანაშაულებს


თეირანში თავს დაესხნენ და მოკლეს ბირთვული სფეროს მკვლევარი, უნივერსიტეტის პროფესორი, რაშიც, ირანის მთავრობა ისრაელს ადანაშაულებს. სააგენტო ფარსის ცნობით, მოკლულია მოსტაფა აჰმადი როშანი, რომელიც ნათანზის ატომურ სადგურზე მუშაობდა. ცნობით, თეირანის ჩრდილოეთში, თავდამხმელები მოტოციკლით დაეწიენ როშანის მანქანას და მაგნიტით მიამაგრეს მასზე ასაფეთქებელი მოწყობილობა. მძღოლი, როშანის მცველი, ცნობის თანახმად, მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მანქანაში მყოფი მესამე პირი საავადმყოფოშია. ფარსის სააგენტო მომხდარს ტერაქტს უწოდებს და თეირანის გუბერნატორის მოადგილე საფარალი ბარათლუ კი თვლის, რომ ისრაელია მომხდარისთვის პასუხისმგებელი. მისი თქმით, ამავე გზით დაესხნენ შარშან, 12 იანვარს თავს სხვა მეცნიერს, ასევე უნივერსიტეტის პროფესორს. ირანის ვიცე-პრეზიდენტმა, მოჰამად-რეზა რაჰიმიმ განაცხადა, რომ თავდასხმის უკან იმპერიალისტური ძალები დგანან.
XS
SM
MD
LG