Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა გამოაქვეყნეს საფრანგეთის მთავრობის წერილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ


დღეს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა გამოაქვეყნეს საფრანგეთის მთავრობის წერილი, რომლითაც მან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მოთხოვნას უპასუხა. 9 იანვრით დათარიღებულ წერილში საფრანგეთის მთავრობა ადასტურებს, რომ მოქალაქეობის შესახებ ევროპული კონვენციის შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს ვერ შეუწყვეტს საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობას, სანამ ის საქართველოს მოქალაქეობას არ მიიღებს. ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 5 იანვარს წარუდგინა. ადვოკატ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილების მისაღებად დარჩენილი აქვთ მაქსიმუმ 44 დღე.
XS
SM
MD
LG