Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში სამსახურიდან დაითხოვეს თავდაცვის მდივანი


პაკისტანის მედიის ცნობით, ასევე პაკისტანელი ოფიციალური პირის თანახმად, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, იუსუფ რეზა გილანიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა თავდაცვის მდივანი, ნაიმ ხალიდ ლოჰდი, „დიდი დარღვევისთვის“, რაც არმიასა და მთავრობას შორის არსებული დაძაბულობის კიდევ ერთი ნიშანია. პირი, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, იუწყება, რომ ლოჰდის მოხსნის მიზეზი იყო მისი მონაწილეობა უმაღლესი სასამართლოსთვის არმიის მეთაურობის და დაზვერვის სამსახურების მიერ განცხადების გადაცემაში. ეს განცხადება უკავშირდება სკანდალს, რომელიც მოჰყვა აშშ-ში პაკისტანის ელჩის, ჰაკანის წერილს, სადაც ის აშშ-ს თხოვს დახმარებას, არ დაუშვას სამხედრო გადატრიალება. ითვლება, რომ პაკისტანის მთავრობაში არმიის წარმომადგენელ მდივანს უფრო ფართო რეალური ძალაუფლება აქვს, ვიდრე თავდაცვის მინისტრს.
XS
SM
MD
LG