Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა რუსეთიდან გაზის იმპორტს გაანახევრებს


უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, იური ბოიკომ დღეს განაცხადა, რომ 2012 წელს მისი ქვეყანა გაანახევრებს შარშან მოხმარებული გაზის რაოდენობას. ბოიკოს თქმით, უკრაინა, შესაბამისად, რუსეთიდან მიიღებს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაოდენობის ნახევარს. რუსეთის გაზპრომმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა გადაიხადოს მთლიანი საფასური, სჭირდება გაზი სრულად, თუ არა. ბოიკომ რუსეთის რეაქციის შესახებ თქვა, თუ რუს პარტნიორებს შეკითხვები აქვთ, ისინი ცივილიზებული ფორმით უნდა მოაგვარონო. გაზპრომის ხელმძღვანელმა, მილერმა თქვა, რომ ბოიკოს განცხადებამ შეაშფოთა.
XS
SM
MD
LG