Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში, ჟანაოზენში კენჭისყრის ჩატარების აკრძალვა გაუქმდა


ყაზახეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააუქმა დადგენილება, რომელიც კრძალავდა ქალაქ ჟანაოზენში საპარლამენტო არჩევნების მოწყობას. ამ ქალაქში მასობრივი გამოსვლები მოეწყო დეკემბერში. ყახაზეთის საკონსტიტუციო საბჭომ ვერ მოახერხა გადაელახა პრეზიდენტის ვეტო და ამიტომ, ამ უწყების გადაწყვეტილების გაუქმება მოხდა. ჟანაოზენში შეტაკებებს პოლიციას და დემონსტრანტებს შორის 17 ადამიანი შეეწირა, ასამდე პირი დაშავდა.
XS
SM
MD
LG