Accessibility links

logo-print

მოსკოვში გარდაიცვალა ლეგენდარული საბჭოთა ჯაშუში


მოსკოვში გარდაიცვალა ლეგენდარული საბჭოთა ჯაშუში, გევორქ ვართანიანი. ის 87 წლის იყო. ვართანიანი მეორე მსოფლიო ომის დროს მუშაობდა თეირანში და მისი დახმარებით ჩაიშალა ნაცისტების გეგმა, 1943 წელს თავდასხმა მოეწყოთ კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ გერმანიის მოწინააღმდეგე მოკავშირე ქვეყნების ლიდერები, სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი. ვართანიანმა შეძლო ასევე, შეეღწია ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში და მოეპოვებინა ინფორმაცია საბჭოთა კავშირში მოქმედი ბრიტანელი ჯაშუშების შესახებ. ომის შემდეგ ვართანიანი და მისი მეუღლე კიდევ 30 წელი მუშაობდნენ აგენტებად.
XS
SM
MD
LG