Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში დაიღუპა ფრანგი ჟურნალისტი


საფრანგეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის მეორე არხის ცნობით, დღეს სირიის ქალაქ ჰომსში დაიღუპა მისი რეპორტიორი, ჟილ ჟაკიე. ცნობების თანახმად, კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი დაიჭრა დემონსტრაციის გაშუქებისას, ჰომსში ჭურვის აფეთქების შედეგად. როგორც იუწყებიან, მედიის წარმომადგენლები ჰომსში იყვნენ ჩასული მთავრობის მიერ ორგანიზებული ვიზიტის ფარგლებში. ადგილობრივი ტელესადგურის ინფორმაციით, ინციდენტის დროს დაიღუპა, სულ ცოტა, რვა და დაიჭრა 25 ადამიანი. ჰომსი მიჩნეულია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ 10 თვის წინ დაწყებული საპროტესტო აქციების ეპიცენტრად.
XS
SM
MD
LG