Accessibility links

logo-print

აშშ გმობს ბირთვული სფეროს ირანელი მკვლევრის მკვლელობას


აშშ-მა დაგმო ირანელი მეცნიერის, ბირთვული სფეროს მკვლევარ მოსტაფა აჰმადი როშანის მკვლელობა. 32 წლის მეცნიერზე თავდასხმა მოეწყო თეირანში, სადაც მის ავტომანქანას მოტოციკლით დაეწიენ თავდამსხმელები და მანქანას მაგნიტით მიამაგრეს ასაფეთქებელი მოწყობილობა. როშანი უნივერსიტეტის პროფესორი იყო და, ცნობების თანახმად, მუშაობდა ნათანზის ატომურ სადგურზე. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესმდივნის განცხადებით, აშშ-ს „აბსოლუტურად არანაირი კავშირი არა აქვს“ ამ თავდასხმასთან. მომხდარში ამერიკის როლი კატეგორიულად უარყო სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც. დღეს უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ვიცე-პრეზიდენტმა მოჰამად-რეზა რაჰიმიმ განაცხადა, რომ თავდასხმის უკან დგანან „იმპერიალისტური ძალების აგენტები“. მაგრამ მკვლელობა, მისი თქმით, ვერ შეაჩერებს ირანის ბირთვული პროგრამის პროგრესს.
XS
SM
MD
LG