Accessibility links

logo-print

თალიბანი არ შეწყვეტს სამხედრო ოპერაციებს


თალიბანის წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა დღეს იმეილით გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ , მართალია, თალიბანი მხარს უჭერს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, მისი მეომრები გააგრძელებენ სამხედრო ოპერაციებს ავღანეთში მყოფი უცხო ძალებისა და ”ქაბულის მარიონეტული ადმინისტრაციის” წინააღმდეგ. მუჯაჰიდი ასევე აცხადებს, რომ თალიბანმა ”გაზარდა პოლიტიკური ძალისხმევა” ავღანეთში მშვიდობის დასამყარებლად, თუმცა, ეს არ ნიშნავს ”ჯიჰადზე უარის თქმას”, ან ავღანეთის ახლანდელი მთავრობის ”კონსტიტუციის აღიარებას”.
XS
SM
MD
LG