Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და აშშ გმობენ ირანის მიერ ახალი ბირთვული ობიექტის ამუშავებას


აშშ-მა, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დაგმეს ირანის გადაწყვეტილება მიწისქვეშა ობიექტზე ურანის გამდიდრების დაწყების შესახებ. ამ საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული სხდომა გაიმართა. თუმცა, არ მოელიან, რომ გაეროს უშიშროების საბჭო ახლო მომავალში დამატებით სანქციებს დაუწესებს ირანს, რაც ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგობით იქნება გამოწვეული. გაეროს უშიშროების საბჭოსა და ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მიმართა ირანმა ირანელი მეცნიერის მოსტაფა აჰმადი-როშანის მკვლელობის დაგმობის მოთხოვნით. ის ნათანზის ატომურ სადგურზე მუშაობდა და გუშინ ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა მძღოლთან ერთად. გაეროს წარმომადგენელმა მარტინ ნესირკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაერო ინფორმირებულია მომხდარის შესახებ, თუმცა, კომენტარს ჯერ არ აკეთებს. ირანელი მეცნიერის მკვლელობა დაგმო შეერთებულმა შტატებმა.
XS
SM
MD
LG