Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი სტუმრობს კუბას


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი კუბას სტუმრობს. ოთხშაბათს ის სიტყვით გამოვიდა ჰავანის უნივერსიტეტში, სადაც მას საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს. ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აუცილებელია ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება, რადგან კაპიტალიზმმა თავი ამოწურა. კუბასა და ირანს მსგავსი პოზიციები უკავიათ საერთაშორისო ორგანიზაციებში - თეირანი გმობს აშშ-ის მიერ კუბის მიმართ დაწესებულ ემბარგოს, ჰავანა კი აღიარებს ირანის უფლებას მშვიდობიანი მიზნებით განავითაროს ბირთვული ენერგეტიკა. ლათინოამერიკულ ტურნეს აჰმადინეჟადი ეკვადორში გააგრძელებს.
XS
SM
MD
LG