Accessibility links

იაპონია შეამცირებს ირანიდან ნავთობის იმპორტს


იაპონიის განცხადებით, ის შეამცირებს ირანიდან ნავთობის იმპორტს, რითაც ანგარიშს უწევს შეერთებული შტატების ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ, მისი ბირთვული პროგრამის გამო. იაპონიის ფინანსთა მინისტრმა, იუნ აზუმიმ ირანიდან იმპორტის შემცირების შესახებ გამოაცხადა დღეს ტოკიოში, შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრ ტიმოთი გაიტნერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ირანზე მოდის იაპონიაში იმპორტირებული ნავთობის 10-მდე პროცენტი. გაიტნერი ჩინეთიდან ჩავიდა იაპონიაში და მოლაპარაკება გამართა პრემიერ-მინისტრ იოშიჰიკო ნოდასთანაც, ვიდრე შეერთებული შტატებში გაემგზავრებოდა.
XS
SM
MD
LG