Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისევ უცნობია, რა ჯდება ქუთაისში პარლამენტის რეზიდენციის მშენებლობა


კვლავ უცნობია, რა თანხა იხარჯება ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ახალი რეზიდენციის მშენებლობისთვის. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის" პროექტის ფარგლებში ინფორმაცია ითხოვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ქუთაისის მერიისგან. მათგან მიღებული წერილებით შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ კონკრეტულად ვინ აშენებს პარლამენტის შენობას და რა თანხაა გათვალისწინებული. კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური წერილის თანახმად, ქუთაისში პარლამენტის მშენებლობის დეტალებზე სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს, ქუთაისის მერიის წერილში კი, ნათქვამია, რომ პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობა საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში უშუალოდ პარლამენტის რეზიდენციის მშენებლობისთვის საჭირო თანხა მითითებული არ არის. მაგალითად, განსხვავებით, იმ თანხისა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შენობის გორში მშენებლობისთვისა გათვალისწინებული - 3 მილიონ 920 ათასი ლარი.
XS
SM
MD
LG