Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თავისუფალი დემოკრატები” ოპონენტებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ ხელისუფლებას


საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლასა და მათ დაშინებაში დაადანაშაულა პარტიამ "თავისუფალი დემოკრატები.” შსს-ს ე.წ. მოდულის შენობასთან დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს წევრმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ზეწოლის კონკრეტული შემთხვევებია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. აბაშიძის თქმით, ”თავისუფალი დემოკრატების” ლაგოდეხის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ზურაბ გამეზარდაშვილის წინააღმდეგ ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლებმა დაგეგმეს პროვოკაცია, ყალბი ბრალდებით დაპატიმრების მიზნით. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, კახეთის რეგიონში ადგილობრივი მთავრობა და პოლიცია დაშინებისა და ზეწოლის მეთოდებით აიძულებენ მოსახლეობას, "თავისუფალ დემოკრატებს" უარი უთხრან ოფისებისთვის საჭირო ფართის დაქირავებაზე. ამავე პარტიის ინფორმაციით, მისი აქტივისტების ნათესავები შიდა ქართლსა და იმერეთში სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან დაითხოვეს. ”თავისუფალი დემოკრატების” განცხადებით, საქართველოს მთავრობა პოლიციას იყენებს სრულიად ლეგალურ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული მოქალაქეების დასაშინებლად.
XS
SM
MD
LG