Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია მოგელაძე: "ქართული ოცნება" კანონიერად მოხვდა კონტროლის პალატის ინტერესის არეალში


საზოგადოებრივი მოძრაობის ”ქართული ოცნებისთვის” 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე პერიოდის ფინანსური ანგარიშის მოთხოვნას საგადასახადო წელს უკავშირებს კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნათია მოგელაძე. მან სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონის უკუძალა არ ვრცელდება სანქციების ნაწილზე, ფინანსური ინფორმაციის გამოთხოვის უფლება კი სამსახურს აქვს 2011 წლის 1 ნოემბრიდან, რადგან კანონით საგადასახადო წელი სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო. მოგელაძის განმარტებითვე, "ქართული ოცნება" კონტროლის პალატის ინტერესის არეალში კანონის პირდაპირი მოთხოვნის საფუძველზე, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცხადებული პოლიტიკური შეხედულებების გამო მოხვდა.
XS
SM
MD
LG