Accessibility links

ეუთომ გამოაქვეყნა ანგარიში რუსეთის საპარლამენტო არჩევნებზე


ეუთოს მეთვალყურეების განცხადებით, რუსეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს აღირიცხა მრავალი დარღვევა და აშკარა მანიპულაციის შემთხვევები. ამის შესახებ ნათქვამია ეუთოს "დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს" საბოლოო ანგარიშში, რომელიც ასახავს რუსეთში 4 დეკემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პროცესს. მეთვალყურეები აღნიშნავენ, რომ საარჩევნო პროცესი „გადახრილი“ იყო მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ მხარეს, რაზეც მოწმობს საარჩევნო ორგანოების არასაკმარისი დამოუკიდებლობა, საინფორმაციო საშუალებების უმრავლესობის მიკერძოებულობა და ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩარევა კენჭისყრის პროცესში. რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ ეთანხმებიან ეუთოს სამეთვალყურეო მისიის დასკვნებს და „პოლიტიზებულად“ მიიჩნევენ საბოლოო ანგარიშს.
XS
SM
MD
LG