Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მოკლეს სამხრეთში მდებარე რაიონის გუბერნატორი


ავღანეთში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში მოწყობილი აფეთქების შედეგად. დაღუპულებს შორის არის პანჯვაის რაიონის გუბერნატორი, საიედ ფაზლუდით აღა, რომელიც ორ ვაჟიშილთან ერთად მანქანით მგზავრობდა, როცა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა დანაღმული ავტომანქანა დააჯახა მის კორტეჟს. ყანდაარის პროვინციის უფროსის განცხადებით, დაიღუპა გუბერნატორის ორი მცველიც. ყანდაარის ცენტრალური საავადმყოფოს წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ სამედიცინო დახმარებას უწევენ ინციდენტის დროს დაჭრილ, სულ ცოტა, 13 პოლიციელს.
XS
SM
MD
LG