Accessibility links

logo-print

პაკისტანში ექვსი ექსტრემისტი მოკლეს საჰაერო ოპერაციის შედეგად


პაკისტანის დაზვერვის უწყების წარმომადგენლების განცხადებით, ავღანეთის მოსაზღვრე რეგიონში ექვსი ექსტრემისტი დაიღუპა უპილოტო თვითმფრინავით განხორციელებული თავდასხმის შედეგად. სავარაუდოდ, აშშ-ის კუთვნილმა საფრენმა აპარატმა ორი რაკეტა ესროლა ორ ავტომანქანას დოგის რაიონში, რომელიც ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში მდებარეობს. ეს უკვე მეორე საჰაერო დარტყმაა მას შემდეგ, რაც ორიოდე დღის წინ განახლდა შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავების ოპერაციები. ასეთი თავდასხმები დაახლოებით თვენახევრით იყო შეჩერებული მას შემდეგ, რაც პაკისტანთან აშშ-ის ურთიერთობაში დაძაბულობა გაამწვავა 24 პაკისტანელი ჯარისკაცის დაღუპვამ ნოემბერში, ნატოს საჰაერო იერიშის შედეგად.
XS
SM
MD
LG