Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი ტელევიზიის შექმნას გეგმავს


ახალ ტელევიზიას, სავარაუდოდ, სათავეში ჩაუდგება ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე, რომელიც შპს „აქცეპტის“ ფლობელია. ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა ბაჩო კიკაბიძემ დაადასტურა, რომ კომპანია "იგრიკას" სამაუწყებლო ლიცენზია შპს "აქცეპტს" გადასცა. "იგრიკას" კომუნიკაციების ეროვნული კომისიისაგან 2011 წლის ბოლოს მიღებული აქვს მაუწყებლობის ლიცენზია. ბიძინა ივანიშვილი 2004 წლამდე ტელევიზია „მე-9“ არხს ფლობდა, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დახურა.
XS
SM
MD
LG