Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი მასწავლებელი გაათავისუფლეს შვილის ოპოზიციონერობის გამო


იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ იურიდიული ჯგუფის წევრია, პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორს მისი დედის, თალიკო ლაგაზაურის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, თალიკო ლაგაზაური, რომელსაც პედაგოგად მუშაობის 22 წლის სტაჟი გააჩნია, მხოლოდ იმის გამო გაათვისუფლეს სამსახურიდან, რომ მისი დედაა. ქუცნაშვილის განმარტებით, გათავისუფლების საფუძვლად სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარის, სკოლის ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა საათების ოპტიმიზაცია დაასახელა. თუმცა, როგორც გაარკვიეს, საათების შემცირება და გაუქმება რეალურად არ მომხდარა. ზაქარია ქუცნაშვილი ზემდგომ ინსტანციაში აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.
XS
SM
MD
LG