Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გათავისუფლებული მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ


ტყვეობიდან გათავისუფლებულ ქართველ მეზღვაურებს ბათუმის აეროპორტში ოჯახის წევრები დახვდნენ
ტყვეობიდან გათავისუფლებულ ქართველ მეზღვაურებს ბათუმის აეროპორტში ოჯახის წევრები დახვდნენ
სომალელ მეკობრეთა ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ. ბათუმში მეზღვაურები საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თვითმფრინავით ჩამოფრინდნენ.

დღის პირველ ნახევარში კი ტყვეობიდან განთავისუფლებული ქართველი და თურქი მეზღვაურები ჩარტერული რეისით თურქეთში ჩაიყვანეს. სტამბულის ათა თურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მათ თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი და საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დახვდნენ.

15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური სომალელი მეკობრეების ტყვეობაში თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ტყვეობიდან მეზღვაურების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 8 იანვარს გავრცელდა.

ოფიციალური ინფორმაციით, გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს კენიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელის სტატუსით სარგებლობდა.

ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები ბათუმის აეროპორტიდან სახლებში გაემგზავრნენ.
XS
SM
MD
LG