Accessibility links

logo-print

ხამენეი მეცნიერის მკვლელობაში მოსადს და ამერიკის დაზვერვას ადანაშაულებს


ირანის უმაღლესმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ხომენეიმ აშშ-ი და ისრაელი დაადანაშაულა ირანელი ბირთვული საკითხების მეცნიერის ერთობლივად დაგეგმილ მკვლელობაში. ირანისა და აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების ღიად დადანაშაულება ყველაზე მძლავრია მათ შორის, რაც ირანში გამოითქმება ნათანზის ატომურ სადგურზე მომუშავე მეცნიერის, აჰმადი როშანის მკვლელობის შემდეგ. ხამენეის მიერ როშანის ოჯახისათვის გაგზავნილ სამძიმრის წერილში ნათქვამია, რომ მკვლელობა „ჩადენილაი ზუსტად ისე, როგორც სხვა დანაშაულები დაგეგმილი და განხორციელებული დაზვერვის ცენტრალური სამმართველოსა და მოსადის სპეცსამსახურების მიერ“. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლიონ პანეტამ ირანის სასულიერო ლიდერის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. „ჩვენ არანაირად არ მიგვიღია მონაწილეობა მკვლელობაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა ირანში. მე არ ვიცი, თუ ვინ მონაწილეობდა ამ საქმეში. ჩვენ გვაქვს გარკვეული ეჭვები, მაგრამ ზუსტად არ ვიცით, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩართული. მაგრამ მე შემიძლია გითხრათ თქვენ ერთი რამ: აშშ ასეთ საქმეებში მონაწილეობას არ ღებულობს. ეს არ არის ის, რასაც აშშ აკეთებს,“ -განაცხადა 12 იანვარს ტეხასის შტატის ფორტ ბლისის პირად შემადგენლობასთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG