Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია ტიმოშენკოს ჯანმრთელობის გამო შეშფოთება გამოთქვა ”ერთიანმა საქართველომ"


უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოთქვა ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მთავარმა საბჭომ. მან უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, ყოფილი პრემიერისა და ოპოზიციის ლიდერის უფლებათა დაცვა უზრუნველყოს და საერთაშორისო თანამეგობრობაში კიდევ უფრო არ გააღრმავოს ეჭვი იმის შესახებ, რომ იულია ტიმოშენკოს დაპატიმრება სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ანგარიშსწორება.
XS
SM
MD
LG