Accessibility links

logo-print

ამერიკაში ცხედრების შეურაცხყოფაში ეჭვმიტანილი ორი სამხედროს ვინაობა დაადგინეს


დადგინდა სულ მცირე ორი ჯარისკაცის ვინაობა, რომლებიც გავრცელებულ ვედეო-ჩანაწერზე თალიბი მებრძოლების გვამებს აშარდავენ. ინფორმაციის თანახმად ამ აღმაშფოთებელ საქციელში მონაწილე რაზმი ჩრდილოეთ კაროლინაში განლაგებული კემპ ლეჟუნის სამხედრო ბაზის ერთ-ერთი ქვედანაყოფიდანაა. სი-ენ-ენის თანახმად, რაზმი 2011 წლის დასაწყისში გაგზავნეს ავღანეთში და ბაზაზე სექტემბერ-ოქტომბერში დაბრუნდა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლიონ პანეტამ ბრძანება გასცა გამოძიების დაწყების თაობაზე და პირობა დადო, რომ ინცინდენტში მონაწილე ჯარისკაცები „მთელი სისრულით აგებენ პასუხს.“
XS
SM
MD
LG