Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის უმცირესობის ლიდერები აშშ-ის სამშვიდობო ინიციატივას მხარს უჭერენ


ავღანეთის ეთნიკური უმცირესობის გავლენიანი ლიდერები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ აშშ-ის ძალისხმევას დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები ქვეყნის შიგნით დაპირისპირებულ ძალებს შორის. ავღანეთის უმცირესობის კოალიციის წევრებმა ბერლინში გამართეს შეხვედრა ამერიკელ კონგრესმენებთან. ავღანელ ხაზართა ლიდერმა მოჰამად მუჰაკიკმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუკი ავღანეთის ხელისუფლება წამოიწყებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, მასში უმცირესობების წარმომადგენლებიც უნდა მონაწილეობდნენ. თალიბებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ განზრახული აქვთ გახსნან პოლიტიკური წარმომადგენლობა კატარში და დაინტერსებული არიან სამშვიდობო მოლაპარაკებებით. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, მიიღებენ თუ არა მოლაპარაკებებში ავღანეთში მცხოვრები სხვა უმცირესობები.
XS
SM
MD
LG