Accessibility links

logo-print

ევროპაში საქართველო ლიდერობს პატიმართა რაოდენობით


"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა 100,000 მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით. როგორც "ინტერპრესნიუსს" ცენტრიდან" აცნობეს, ამ საგანგაშო ფაქტებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ავრცელებენ. ლონდონში არსებული ორგანიზაციიის, International Centre for Prison Studies-ის მონაცემებით, 2003 წელს, 100,000 მოსახლეზე 148 პატიმრის მაჩვენებლით, საქართველო 59-ე ადგილს იკავებდა 155 სახელმწიფოს შორის. 2012 წლისთვის კი 539 პატიმრით 100,000 მოსახლეზე საქართველო უკვე მე-4 ადგილზეა 216 ქვეყანას შორის. ამ მხრივ, საქართველომ უკვე გაუსწრო მე-6 ადგილზე მყოფ რუსეთს, რომელიც მანამდე მესამე ადგილს იკავებდა. ევროპის მასშტაბით, იგივე მონაცემების მიხედვით, საქართველო უკვე პირველ ადგილს იკავებს და მან აქაც უკან ჩამოიტოვა რუსეთის ფედერაცია
XS
SM
MD
LG