Accessibility links

logo-print

რადიოჟურნალი - 914-ე გამოშვება


„ომის სხვა სახე“ - წიგნი ქართულ-ოსური თანადგომის ისტორიების შესახებ

„ომის სხვა სახე“ - წიგნი ქართულ-ოსური თანადგომის ისტორიების შესახებ

ყოველკვირეული რადიოჟურნალის დიდი ნაწილი დღეს წიგნებს ეთმობა - შევძლებთ, მაგალითად, წარმოგიდგინოთ გამოცემა სახელწოდებით „ომის სახე“, რომლის პრეზენტაციაც, სავარაუდოდ მომავალ თვეში გაიმართება: ის გვიამბობს ადამიანებზე, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებოდნენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. ვისაუბრებთ ქართულ საბავშვო ლიტერატურაზე: როგორი უნდა იყოს ზღაპარი და, ზოგადად, ლიტერატურა, რომ თანამედროვე ბავშვი დააინტერესოს? მოისმენთ ასევე ნაწყვეტებს წერილიდან, რომელიც ამერიკელმა მწერალმა, საკულტო ნაწარმოების „გზაზე“ ავტორმა, ჯეკ კერუაკმა მისწერა მსახიობ მარლონ ბრანდოს თხოვნით, თვით კერუაკთან ერთად, მთავარი როლი შეესრულებინა წიგნის ეკრანიზაციაში; თუმცა, "მეათე სტუდიას" დავიწყებთ ბათუმიდან რეპორტაჟით, რომელიც ჩვენმა კორესპონდენტმა მოგვაწოდა მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებული მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG