Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მზად არის ბირმასთან ურთიერთობის გასააქტიურებლად


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, ვაშინგტონი მზად არის, დაიწყოს პროცესი ბირმასთან ელჩების გასაცვლელად, ამ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების საპასუხოდ. ბირმაში ამნისტიის შედეგად პარასკევს გაათავისუფლეს ცნობილი დისიდენტები. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, პრეზიდენტმა შეიწყალა სულ 651 პატიმარი. ამ ცნობაში არ არის დაზუსტებული, რამდენია მათ შორის პოლიტიკური პატიმარი. შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, ის მიესალმება გადაწყვეტილებას, როგორც „არსებითი მნიშვნელობის ნაბიჯს დემოკრატიული რეფორმებისაკენ“. მაგრამ, ობამას თქმით, გაცილებით მეტი რჩება გასაკეთებელი ბირმელი ხალხის მისწრაფებების გასათვალისწინებლად. ბირმაში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მიესალმა ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი, კეთრინ ეშტონიც.
XS
SM
MD
LG