Accessibility links

logo-print

არაბული ლიგის ხელმძღვანელი: სირიას სამოქალაქო ომი ემუქრება


არაბული ლიგის ხელმძღვანელის შეფასებით, სირიას სამოქალაქო ომი ემუქრება. ამ განცხადების ფონია ინფორმაცია, რომ უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ათასობით დემონსტრანტს სირიის რამდენიმე ქალაქში, სადაც აქციების მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებდნენ ოპოზიციის მხარეს გადასულ დეზერტირებს. აქტივისტების მონაცემებით, პარასკევს ძალადობამ, სულ ცოტა, 10 ადამიანი შეიწირა. ასევე პარასკევს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობა არის „სირიაში სტაბილიზაციის ფაქტორი, რომელიც მხარს უჭერს კრიზისის მშვიდობიანად მოგვარების“ გზებს. რუსეთი, რომელსაც სირიასთან მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს, მაგალითად, იარაღით ვაჭრობის სფეროში, უარს ამბობს დამასკის წინააღმდეგ დასავლეთისა და არაბული ქვეყნების სანქციებთან მიერთებაზე.
XS
SM
MD
LG