Accessibility links

logo-print

პაკისტანი უარყოს ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების საშიშროებას


დიდი ბრიტანეთისა და პაკისტანის წარმომადგენლებმა უარყვეს ინფორმაცია, თითქოს პრემიერ-მინისტრმა იუსუფ რაზა გილანიმ სამხედრო გადატრიალების აღკვეთის თხოვნით მიმართა ბრიტანეთის წარგზავნილს. ასოშიეიტედ პრესი ადრე იუწყებოდა, რომ პანიკაში მყოფმა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა დახმარებისათვის ბრიტანელ დიპლომატ ადამ ტომპსონს დაურეკა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად უარყვეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და გილანის წარმომადგენელმა. ინფორმაციამ თავი იჩინა იმ დროს, როდესაც უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობა ქვეყნის სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლებას შორის. დაპირისპირების ფონს წარმოადგენს ყოფილი აშშ-ი პაკისტანის ელჩის „სამახსოვრო ჩანაწერი“, რომელიც არის მოუწოდებს ვაშინგტონს დაეხმაროს ისლამაბადს შესაძლო სამხედრო გადატრიალების მცდელობის აღკვეთაში. პაკისტანის პარლამენტში ორშაბათს გაიმართება კენჭისყრა რეზოლუციაზე, რომელიც ხელისუფლებას მხარდაჭერას უცხადებს.
XS
SM
MD
LG