Accessibility links

logo-print

ირაკლი ალასანია მისი პარტიის წევრების ახალ დევნაზე საუბრობს


ირაკლი ალასანიამ პარტიის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ელგუჯა ჩხაიძის დაკავებას პოლიტიკური დევნა უწოდა. ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ლანჩხუთის პოლიციის შენობის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ალასანიას თქმით, თანაპარტიელის დევნა უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხაიძე უკანონოდ დააკავეს, იარაღი ჩაუდეს. ალასანიას განცხადებით, პარტიის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ოჯახი განიცდის დევნას და ცოტა ხნის წინ მისი შვილი ნარკოტიკების მოხმარებაზე დააკავეს. ამასთან, ალასანიამ აღნიშნა, რომ ადვოკატი დაკავებულთან 4 საათის შემდეგ შეუშვეს, რაც მისი დაცვის უფლების დარღვევაა. ხუთშაბათს „თავისუფალი დემოკრტაების“ გენერალურმა მდივანმა ზურაბ აბაშიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს „მოდულის“ შენობასთან გამართა საპროტესტო აცია და კახეთის რაიონში პარტიის წევრებისა და მათი ოჯახების დევნის ფაქტები დაასახელა. საქართველოს ხელისუფლებას ამ ბრალდებებზე განმარტებები არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG