Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დროშის დღე აღნიშნეს


საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა. ღონისძიების ორგანიზატორები პრეზიდენტ მიხეილ საააკშვილის პოლიტიკური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთისა და „ამერიკის მეგობართა კლუბის“ წევრები იყვნენ. საქართველოს ჰიმნის ფონზე აქციის მონაწილეებმა გამოფინეს საქართველოს დროშები. საქართველოს დიდი დროშა აღიმართა მარჯანიშვილის მოედანზე და პატარა დროშები დაარიგებს “ნაციონალური მოძრაობის” წარმოამდგენლებმა. როგორც პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარია, თუმცა, ეს დღე არ აღინიშნებოდა და მათ სურვილი აქვთ, ეს ტრადიციულ დღესასწაულად დამკვიდრდეს და საზოგადოებისათვის ისეთივე მნიშვნელოვან დღედ იქცეს, როგორიც სხვა ეროვნული დღესასწაულებია.
XS
SM
MD
LG