Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ჰოსპიტალიზებულია


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს.
როგორც „ინტერპრენიუსს“ კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, კარბელაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას მკურნალი ექიმი საღამოსს გააკეთებს. კარბელაშვილს ციებ-ცხელება და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. იგი აფრიკაში სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან ქართველი მეზღვაურების გამოსახსნელად იმყოფებოდა. მინისტრის მოადგილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ საღამოს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ გართულდა. ამასთან, ქართული ტელეკომპანიების ინფორმაციით, ექიმმა გიორგი გოცაძემ აღნიშნა, რომ კარბელაშვილს მკურნალობასთან ერთად, გამოკვლევებიც უტარდება “იმ სპეციფიური დაავადების მიმართ, რომელიც აფრიკის რეგიონისთვის არის დამახასიათებელი, რომელშიც შედის მალარია და სხვადასხვა ვირუსული დაავადებები“. გოცაძის თქმით, ექიმებს კონკრეტული დიაგნოზი არ დაუსვამთ.
XS
SM
MD
LG