Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი აკრიტიკებს „სტანდარტ ენდ პურსს“ რეიტინგის დაწევისთვის


ევროკავშირის ეკონომიკური საკითხების ოფისმა გააკრიტიკა ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია ”სტანდარდ ენდ პურსი” (Standard and Poors), რომელმაც ეკონომიკური რეიტინგები შეუმცირა კავშირის ცხრა წევრ ქვეყანას. ეკონომიკურ საკითხთა კომისარმა ოლი რენმა ასეთ ქმედებას უწოდა „შეუთავსებელი“ მაშინ როცა, ევროზონა დგამს „მტკიცე ნაბიჯებს“ კრიზისის დასაძლევად. პარასკევს გამოქვეყნებული რეიტინგით, ერთი პოზიციით შემცირდა საფრანგეთის, ხოლო ორ-ორით იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიისა და კვიპროსის პოზიციები. უცვლელი დარჩა მხოლოდ გერმანიის რეიტინგი.
ევროკავშირის შიდა ბაზრების კომისარი მიშელ ბარნიე განცვიფრებულია, თუ რატომ შეარჩია ასეთი მომენტი „სტანდარტ ანდ პურსმა“ მსგავსი შეფასების გასაკეთებლად, „რომელიც არ ითვალისინებს ამჟამინდელ პროგრესს.“
XS
SM
MD
LG