Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელის თქმით ნდობის დასაბრუნებლად ევროპას გრძელი გზის გავლა მოუწევს


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ევროპას გრძელი გზის გავლა მოუწევს იმისათვის, რომ დაიბრუნოს ონვესტორების ნდობა. შაბათს გაკეთებულ განცხადებაში მერკელმა განმარტა, რომ სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ პურსის“ (Standard & Poor's) მიერ ევროზონის ქვეყნების რეიტინგების შემცირება მოსალოდნელი იყო. ავტორიტეტულმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ ეკონომიკური რეიტინგები შეუმცირა კავშირის ცხრა წევრ ქვეყანას. მათ შორის აღმოჩნდა ავსტრია, რომელიც გაუგებარს უწოდებს Standard & Poor's-ის გადაწყვეტილებას. ევროკავშირის ეკონომიკურ საკითხთა კომისარმა ოლი რენმა ასეთ გადაწყვეტილებას უწოდა „შეუთავსებელი“ იმ „მტკიცე ნაბიჯების“ ფონზე, რომელსაც ევროკავშირის დგამს“ ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად. პარასკევს გამოქვეყნებული რეიტინგით, ერთი პოზიციით შემცირდა საფრანგეთის, ხოლო ორ-ორით იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიისა და კვიპროსის პოზიციები. უცვლელი დარჩა მხოლოდ გერმანიის რეიტინგი.
XS
SM
MD
LG