Accessibility links

ალასანია საქართველოს ხელისუფლებას გასამართლებით ემუქრება


„თავისუფალი დემოკარტების“ ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები პასუხს აგებენ ჩადენილი დანაშაულობებისთვის. „მინდა დავპირდე საააკშვილს, მერაბიშვილსა და ადეიშვილს, რომ უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანები გამოვლენ ციხეებიდან, მაგრამ მათ მოუწევთ ქართული, დმაოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე პასუხის გება იმ დანაშაულობებზე, რასაც ეხლა სჩადიან“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ ლანჩხუთში პოლიციის შენობის წინ გამართულ ბრიფინგზე. ირაკლი ალასანიამ პარტიის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ელგუჯა ჩხაიძის დაკავებას პოლიტიკური დევნა უწოდა და განაცხადა, რომ თანაპარტიელის დევნა უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხაიძე უკანონოდ დააკავეს და იარაღი ჩაუდეს. მამანმდე კი პოლიციამ ნარკოტიკებსი შენახვის ბრალდებით ელგუჯა ჩხაიძის შვილიც დააკავა. ალასანია ასევე მიმართა საქართველოს პოლიციას და დაჰპირდა, რომ როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, პოლიციას არ მოუწევს მსგავსი „უკანონო ბრძანებების შესრულება.“ ხუთშაბათს „თავისუფალი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ზურაბ აბაშიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს „მოდულის“ შენობასთან გამართა ბრიფინგი და კახეთის რაიონში პარტიის წევრებისა და მათი ოჯახების დევნის ფაქტები დაასახელა. საკუთარი აქტივისტების დევნისა და მათი ოჯახების წევრების სამსახურიდან გათავისუფლების ახალ ტალღაზე საქართველოში სხვა ოპოზიცური პოლიტიკური ძალებიც ხმამაღლა ლაპარაკობენ.
XS
SM
MD
LG