Accessibility links

კოსოვოელმა დემონსტრანტებმა სერბეთთან დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს


კოსოვოს ქალაქ პოდუევოსთან პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუხდა იმ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებმაც სერბიიდან მომავალი ავტოსატრანსპორტო მოძრაობა გადაკეტეს. აქციის მონაწილეებმა საპასუხოდ პოლიციას ქვები დაუშინეს. ათობით ადამიანი დააკავეს. სააგენტო როიტერსი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაიჭრა რამდენიმე პოლიციელი და დემონსტრანტი. კოსოვოში მცხოვრები ალბანელები შეეცადნენ, ჩაეხერგათ ორი სასაზღვრო გადასასვლელი იმ შეფერხების წინააღმდეგ, რასაც, მათი აზრით, სერბეთი უქმნის კოსოვოს, რომელიც 2008 წელს გამოეყო სერბეთს.
XS
SM
MD
LG